Monday, June 17, 2019

"მადლობა, რომ შვილი მაჩუქეთ!" - როგორ ცხოვრობს დღეს პატარა თუთა, რომელიც უმძიმესი დაავადებისგან მთელმა საქართველომ იხსნა

პა­ტა­რა თუთა ცქი­ტიშ­ვი­ლის ამ­ბა­ვი ალ­ბათ ყვე­ლა თქვენ­განს ახ­სოვს... წლი­ნა­ხევ­რის ლურჯთ­ვა­ლე­ბა გო­გო­ნას ის­ტო­რი­ამ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა და დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლით გა­ა­ერ­თი­ა­ნა. წლე­ბის წინ, პა­ტა­რას მწვა­ვე ფორ­მის ლიმ­ფობ­ლას­ტუ­რი ლე­ი­კე­მია და­უდ­გინ­და და სა­ზღვარ­გა­რეთ სას­წრა­ფო მკურ­ნა­ლო­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბო­და.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

უმ­ძი­მეს სენ­თან მებ­რძო­ლი თუთა მალე სამი წლის გახ­დე­ბა. თუ რო­გო­რია ახლა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE გო­გო­ნას დე­დას, ანი ბე­რიშ­ვილს ესა­უბ­რა:

🙏 საქართველოს საპატრიარქო

- თუთა 11 ივ­ლისს 3 წლის გახ­დე­ბა და ამის­თვის მად­ლო­ბა მთელ სა­ქარ­თვე­ლოს მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო, ასე­ვე ქვეყ­ნის მიღ­მა მცხოვ­რებ თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც მა­ტე­რი­ა­ლუ­რად და სუ­ლი­ე­რად გვედ­გა გვერ­დით! მად­ლო­ბა, რომ შვი­ლი მა­ჩუ­ქეთ და მად­ლო­ბა ყვე­ლას რომ, ეს ერ­თა­დერ­თი ბედ­ნი­ე­რე­ბა ისევ ჩე­მია!
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
 რო­გო­რია თუ­თას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, ბავ­შვმა სიმ­სივ­ნე და­ა­მარ­ცხა?
- დიახ, და­ა­მარ­ცხა, ახლა დაც­ვით ქი­მი­ას იღებს, რათა შე­ვამ­ცი­როთ რე­ცი­დი­ვის ალ­ბა­თო­ბა, რად­გან ამ ვე­რაგ და­ა­ვა­დე­ბას სჩ­ვე­ვია დაბ­რუ­ნე­ბა...
თუთა 2018 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან იღებს ორი სა­ხის ქი­მი­ო­თე­რა­პი­ას, ამ ეტაპ­ზე ყო­ველ­დღი­უ­რად გაზ­რდი­ლი აქვს დო­ზე­ბი, რად­გან მისი სხე­უ­ლი არა­სა­მე­დი­ცი­ნო ენა­ზე რომ ვთქვა, ერე­ვა ქი­მი­ას და კვი­რა­ში ერთხელ იღებს სხვა სა­ხე­ო­ბის ქი­მი­ა­საც.
გარ­და ამი­სა, სის­ხლის კონ­ტროლს გა­დის კვი­რა­ში ერთხელ. საკ­მა­ოდ რთუ­ლია პა­ტა­რა გო­გოს­თვის, მაგ­რამ ძა­ლი­ან ყო­ჩა­ღია და თვი­თო­ნაც მი­ეჩ­ვია პრო­ცე­დუ­რებს ასე თუ ისე. წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი უნდა გა­ი­ა­როს ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურ­სი, შემ­დეგ კი 6 თვე აც­რე­ბის გა­რე­შე გვე­ყო­ლე­ბა, მხო­ლოდ ამის მერე შეძ­ლებს ბაღ­ში და სხვა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში თა­ვი­სუფ­ლად, თა­მა­მად სი­ა­რულს.
მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ გაზ­რდი­ლი ქი­მი­ის ფონ­ზე და­იტ­ვირ­თა ღვიძ­ლი, რაც პე­რი­ო­დუ­ლად ხელს გვიშ­ლის, მაგ­რამ იმე­დი მაქვს, ყვე­ლა­ფერს მო­ვე­რე­ვით ერ­თად.
მხო­ლოდ ქი­მი­ას უკე­თებთ თუ­თას, თუ სხვა მე­დი­კა­მენ­ტებ­საც სვამს?
- სხვა მე­დი­კა­მენ­ტე­ბით, მხო­ლოდ მა­შინ, თუკი ქი­მია სხვა ორ­გა­ნო­ე­ბის და­ზი­ა­ნე­ბას იწყებს.
- ქი­მი­ო­თე­რა­პია გი­ფი­ნანსდე­ბათ, ფი­ნან­სუ­რად გეხ­მა­რე­ბათ ვინ­მე?
- ამ­ჯე­რად უშუ­ა­ლოდ ქი­მია არ უფი­ნანსდე­ბა, რად­გან ეს ტაბ­ლე­ტუ­რია და გა­დას­ხმებს არ სა­ჭი­რო­ებს, მხო­ლოდ ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბით იღებს ყვე­ლა­ფერს.
რო­გო­რია უმ­ძი­მეს სენ­თან მებ­რძო­ლი პა­ტა­რა გო­გო­ნას ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღე?
- მუდ­მი­ვად დე­ზინ­ფექ­ცი­ას მივ­მარ­თავთ. ვერ და­დის და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზე და სხვა­დას­ხვა თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში, ყვე­ლა­ფე­რი არ ეჭ­მე­ვა, მაგ­რამ ისე­თი ბავ­შვია, ამას სა­ერ­თოდ ვერ შე­ამ­ჩნევთ. ენერ­გი­უ­ლი, უზო­მოდ მხი­ა­რუ­ლი და თბი­ლია, ყვე­ლა­ფე­რი ეს­მის, როცა ვუხ­სნი, რა რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა, გუ­ლის­ყუ­რით მის­მენს და ყვე­ლა­ფერს ას­რუ­ლებს.
- თუ ეხ­მა­რე­ბით მო­რა­ლუ­რად მშობ­ლებს, რომ­ლე­ბიც თქვენ­სა­ვით აღ­მოჩ­დნენ რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ალ­ბათ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მოგ­მარ­თავთ კი­თხვით, რო­გორ მო­იქ­ცნენ მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში...
- დიახ, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი შე­მეხ­მი­ა­ნა თუ­თას ამ­ბე­ბის მერე, სამ­წუ­ხა­როდ, მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბით... ზოგს რჩე­ვა მი­ვე­ცი, ზოგ­თან ერ­თად მთე­ლი ბრძო­ლა ხე­ლახ­ლა გა­ვი­ა­რე... ვერ აღ­გი­წერთ, თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის მსგავს ამ­ბავ­ზე შე­მო­მა­ვა­ლი ზარი რამ­ხე­ლა ტკი­ვი­ლია ჩემ­თვის.
უძ­ნე­ლე­სი გა­და­სა­ტა­ნია, ვიცი, მაგ­რამ ძა­ლი­ან ყო­ჩა­ღად და ძლი­ე­რად დგო­მას ვუ­სურ­ვებ ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მყოფ მშობ­ლებს! არ შე უშინ­დნენ არა­ნა­ირ სირ­თუ­ლეს. ჩათ­ვა­ლონ რომ, ეს და­ა­ვა­დე­ბა სტუ­მა­რია და რო­გორც მობ­რძან­და, ისე­ვე უნდა გა­ვა­ცი­ლოთ, აგ­რე­სი­ის და ცრემ­ლე­ბის გა­რე­შე...ვიცი სი­გი­ჟედ მო­გეჩ­ვე­ნე­ბათ, მაგ­რამ ჩემი შვი­ლის გა­დარ­ჩე­ნა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის გან­წყო­ბას!
გაძ­ლი­ერ­დნენ, გა­ივ­ლის ტკი­ვი­ლე­ბი და სხვა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი და­ი­წყე­ბა მათ ცხოვ­რე­ბა­ში... მე მჯე­რა, რომ ამ და­ა­ვა­დე­ბით შე­პყრო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რო­გორც აღ­მო­ჩე­ნი­სას, ასე­ვე მთლი­ა­ნი სიძ­ნე­ლე­ე­ბის გავ­ლის და გა­და­ლახ­ვის შემ­დე­გაც, რად­გან ისი­ნი გა­დი­ან ურ­თუ­ლეს გზას, რის­თვი­საც ადა­მი­ა­ნი მზად ვე­რას­დროს იქ­ნე­ბი...
ავ­ტო­რი: რუს­კა კი­ლა­სო­ნია
ambebi.ge

No comments:

Post a Comment