Tuesday, June 25, 2019

ევროკავშირის ელჩი: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ხელს შეუწყობს დილოგს და პროცესის დინამიკას

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოში 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემის შემოღების საკითხს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ხელს შეუწყობს დიალოგს და პროცესის დინამიკას. 
„პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იმ ხარვეზების აღმოფხვრას დაეხმარება, რომელიც აღნიშნული იყო ეუთო-ს ორ ანგარიშში წინა არჩევნებზე“ - განუცხადა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს. 
მისი განცხადებით 2020 წლიდან პროპორციული სისტემის ამოქმედებას ევროკავშირის ელჩები მიესალმებიან:
„ჩვენ, მკაფიოდ მივესალმებით ამ შესაძლებლობას და ინიციატივას, რომელსაც მოითხოვდა სხვადასხვა მხარე. ეს გადაწყვეტილება მისცემს სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფსა და საზოგადოებრივ ძალებს შესაძლებლობას, რომ ერთად იმუშაონ და იმოქმედონ. ბევრი მოითხოვდა ამ სისტემაზე გადასვლას. ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს დიალოგს, “  – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
„ქართულ ოცნებაში“ გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში უნდა ჩატარდეს.
რა უნდა ვიცოდეთ არჩევნების პროპორციული სისტემის და ნულოვანი ბარიერის შესახებ ვრცელი სტატია ამ ბმულზე წაიკითხეთ.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment