Sunday, June 23, 2019

SpaceX-ი კოსმოსში 152 ადამიანის ფერფლს წაიღებს

SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი Falcon Heavy კოსმოსში 152 ადამიანის ფერფლს წაიღებს. ხომალდი 24 ივნისს გაემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს. 
Falcon Heavy-ი ორბიტაზე გაიტანს კომპანია Celestis Memorial Spaceflights-ის კლიენტების ფერფლს. ეს კომპანია მუდმივად ყიდულობს კოსმოსურ ხომალდებზე თავისუფალ ადგილს, სადაც კაფსულებისგან შემდგარ პატარა კონტეინერს ამაგრებს, კაფსულებში კი მათი კლიენტების კრემაციის შემდეგ დარჩენილი ფერფლია მოთავსებული.
ამ გზით კოსმოსში უკვე მოხვდა ცნობილი მსახიობებისა და კოსმონავტების ფერფლები. 
ვებგვერდ Celestis-ის თანახმად, ასეთი ტიპის მომსახურება 5 ათასი დოლარიდან იწყება (1 გრამის შემთხვევაში). მაგალითად მთვარეზე ან უფრო შორს ფერფლის გაგზავნა 12.5 ათას დოლარზე მეტი ჯდება.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment