Saturday, June 22, 2019

"მეგობრებო ჩვენთან სომხეთში ჩამოდით,იქ რუსების მიმართ კეთილგანწყობილნი არიან"-გამოხმაურება ცნობილი რუსი ტელეწამყვანის პოსტზე

ცნობილმა რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმერ სოლივიევმა "ინსტაგრამზე" დააკომენტარა თბილისში მიმდინარე მოვლენები და თან თბილისში გადაღებული ფოტო დაურთო ტრანსფარანტით "RUSSIA IS OCCUPANT"

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


ფოტოს უამრავი გამოხმაურება და კომენტარი მოჰყვა.მათ შორის აღმოჩნდა რუსეთში მცხოვრები ქართველი, ცნობილი იურისტი შოთა გორგაძე(დაბადებული სოხუმში)"ეს სარეკლამო ხერხია, რომელიც იწვევს რუს ტურისტებს იყიდონ რაიმე სუვენირი თბილისში"-წერს გორგაძე, თან დასძენს, რომ 2018 წელს საქართველოს 890 000 ტურისტი ეწვია.

🙏 საქართველოს საპატრიარქო



იქვე რუსების კომენტარებიც, სადაც ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ისინი საერთოდ ან ბოლომდე ინფორმირებულები არ არიან.მაგალითად:


"რატომ არის რუსეთი ოკუპანტი? 1801 წელს თვითონ მოითხოვა რუსეთის იმპერიასთან შეერთება, რომ თურქებისგან ეხსნა თავი"-წერს ერთ-ერთი.
"არა და ოდესღაც მეგობრულად ვცხოვრობდით"
"ეს რა ხდება, რა მოსდით ადამიანებს საქართველოში და უკრაინაში?რა ჭირი შეეყარათ?"
"ახლა ვნახავთ როგორ იქნება საქართველო რუსი ტურისტების, ღვინის და მინერალური წლის იმპორტის გარეშე."
.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი



აღსანიშნავია, რომ სომხებმა მაშინვე ისარგებლეს სიტუაციით:
"მეგობრებო ეწვიეთ სომხეთს, იქ რუსების მიმართ ძალზე კეთილგანწყობილები არიან, კარგად დაისვენებთ, ბევრი რამის ნახვა და გასიჯვა არის შესაძლებელი"
intermedia.ge

No comments:

Post a Comment