Saturday, June 29, 2019

კაცმა, რომელიც შარლოსტვილში ხალხის მასაში შევარდა და ადამიანი მოკლა, თავისი საქციელი მოინანია

ახალგაზრდა კაცმა, რომელიც ვირჯინიის ქალაქ შარლოსტვილში ხალხის მასაში შევარდა და ადამიანი მოკლა, თავისი საქციელი მოინანია. ამის შესახებ BBC წერს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

22 წლის ჯეიმს ალექს ფილდს სასამართლომ სამუდო პატიმრობა მიუსაჯა. მისმა ქცევამ 32 წლის ქალის სიცოცხლე შეიწირა.
ყველაფერი 2017 წელს შტატ ვირჯინიის ქალაქ შარლოსტვილში 12 გვისტოს თეთრკანიანი ნაციონალისტების საპროტესტო აქციით დაიწყო. ნაციონალისტების პროტესტი ქალაქის საბჭოს იმ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელიც აშშ-ის სამოქალაქო ომის გენერლის, მონობის მომხრე რობერტ ლის ქანდაკების აღებას გულისხმობდა. რობერტ ლი კონფედერაციის ძალებს სამოქალაქო ომის დროს 1861-1865 წლებში სარდლობდა.
საპროტესტო აქცია შეტაკებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც ნაციონალისტებს ანტი-რასისტული ჯგუფები დაუპირისპირდნენ. ნაციონალისტების ერთ-ერთი წარმომადგენელი კონტრაქციაზე მანქანით შეიჭრა და აქციის მონაწილეებს გადაუარა. სამართალდამცავების ინფორმაციით, ჯეიმს ალექს ფილდსი იმ მანქანის მძღოლი იყო, რომლიც კონტრაქციის მონაწილეებს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა.
ფილდი მაშინ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

No comments:

Post a Comment