Thursday, June 20, 2019

უნგრეთში Facebook-ის ექაუნთები დაიბლოკა

Facebook-ი უნგრეთში დიდი ოდენობით ექაუნთების გათიშვაში დაადანაშაულეს. ამის შესახებ Twitter-ის მომხმარებლები წერენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, სოციალურმა მედიაგიგანტმა Facebook-ისა და Instagram-ის გვერდები დაბლოკა. მისი განმარტებით, ექაუნთი მის გარშემო 30-40 ადამიანს დაებლოკა. 
გამოცემის ინფორმაციით, Facebook-ის გვერდი დაებლოკა რამდენიმე მედიაგამოცემას.
Facebook-ს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. უცნობია ექაუნთების დაბლოკვის მიზეზიც.
Facebook-ის 15 წლიან ისტორიაში სოციალური ქსელი არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა. მათ შორის ყველაზე რეზონანსული Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული ისტორია იყო. ამ კომპანიამ არალეგალურად მიიღო წვდომა სოცქსელის 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემებზე, რომ ის პოლიტიკური რეკლამისთვის გამოეყენებინა.
ვრცელი სტატია იმის შესახებ, თუ რა ელის Facebook-ს 2019 წელს შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.
intermedia.ge

No comments:

Post a Comment