Saturday, June 29, 2019

ოფიციალურად - მბაპემ „პსჟ“-ს უარი უთხრა!

ესპანური გამოცემები აქტიურად იუწყებიან, რომ მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის გეგმა აქტიურად ამუშავდა...

ფრანგული კლუბის მფლობელმა, ალ ჰელაიფიმ კილიან მბაპეს ახალი კონტრაქტი და გაუმჯობესებული პირობები შესთავაზა იმისათვის, რომ ყველა სპეკულაციისთვის წერტილი დაესვა და მადრიდის „რეალისთვის“ შანსები აღარ დაეტოვებინა, მაგრმა მბაპემ გადაწყვეტილებამ დიდი არეულობა გამოიწვია.

ახალგაზრდა ფრანგმა თავდამსხმელმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ „პსჟ“-სთან კონტრაქტს არ გაახანგრლიძვებს და არც გაუმჯობესებული პირობები სურს.

კილიანის გადაწყვეტილებაში კარგად სჩანს ფლორენტინო პერესის გეგმა, რომელიც ფრანგის დამატებას 2020 წლის ზაფხულში აპირებს. ფლორენტინოსთან შეთანხმების მიხედვით, მბაპეს მთავარი მოვალეობა ახალ კონტრაქტზე უარის თქმა იყო, რაც მსოფლიო ჩემპიონმა შეასრულა კიდეც.

„მარკა“ იუწყება, რომ კილიანის გადაწყვეტილებამ „პსჟ“-ს ხელმძღვანელობა ძალიან გააბრაზა და ვითარება კიდევ უფრო დაძაბა. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, კილიანის ტრანსფერი წელსვე შედგეს.
Halamadrid.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


No comments:

Post a Comment