Friday, June 21, 2019

ახალქალაქში მეხუთე სართულიდან 7 წლის ბავშვი გადავარდა

ახალქალაქში მეხუთე სართულიდან 7 წლის ბავშვი გადავარდა. როგორც ცნობილია, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ორივე ბარძაყის მოტეხილობა აქვს.
პაციენტი სომხეთის მოქალაქეა და მას ან თბილისში, ან ერევანში გადაიყვანენ.
გავრცელებული ცნობით, ბავშვი მარტო იყო სახლში და აივანზე თამაშობდა, როდესაც ინციდენტი მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროშ განაცხადეს გამოძიება 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment