Wednesday, June 19, 2019

მეცნიერები: სამყაროს აღსასრულის ვადებმა 70 წლით გადმოიწია

ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კანადის არქტიკულ ნაწილში მარადიულმა ყინულმა დნობა სავარაუდო ვადაზე 70 წლით ადრე დაიწყო. გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, ამის გამო ფერბენქსის უნივერსიტეტის მეცნიერები მიიჩნევენ, რომ გლობალური კლიმატური კრიზისი უფრო მალე დაიწყება.
სპეციალისტების აზრით, რამდენიმე ძალიან ცხელმა წელიწადმა კრიოლიტის ზედა შრეების დესტაბილიზაცია გამოიწვია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დედამიწაზე კლიმატი ახლა ბოლო 5 ათასი წლის მანძილზე ყველაზე უფრო ცხელია.
მარადიული ყინულის სწრაფმა დნობამ შესაძლოა, საკვალსათბურე გაზების დიდი მასა გაათავისუფლოს, რაც ტემპერატურას კიდევ უფრო აწევს. მეცნიერების განცხადებით, თუ 2015 წლის პარიზის შეთანხმების შესაბამისად აღებული ყველა ვალდებულება შესრულდება, ადამიანები ტემპერატურის ზრდის შეჩერებას მაინც ვერ შეძლებენ.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment