Saturday, June 22, 2019

აშშ-ში ყველაზე სანდო და ხარისხიანი ავტომობილი დასახელდა

ავტომობილის კორეული ბრენდი Genesis-ის მეორე წელია აშშ-ში ყველაზე ხარისხიანი და სანდო მანქანების რეიტინგში ლიდერია. აშშ-ში ამ რეიტინგს კომპანია .D. Power and Associates-სი ადგენს, რომელმაც 76 ათასი მოქალაქე გამოკითხა. მათ 230 კითხვაზე გასცეს პასუხი. 
გამოკითხვის თანახმად მეორე ადგილზეა Kia, ხოლო მესამეზე Hyundai. ლიდერების ხუთეულშია  Ford-ი და Lincoln-ი. 
.D. Power and Associates-სის გამოკითხვის თანახმად, ყველაზე ცუდი ავტომობილების სიაში Jaguar-ი, Land Rover-ი და Mitsubishi მოხვდნენ.
კომპანია ავტომობილებს დეფექტების რაოდენობით აფასებს, რომლებსაც 100 ავტომობილზე 3 თვის განმავლობაში სწავლობს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment