Thursday, June 27, 2019

გეი აღლუმის ერთთვიან კამპანიას ლონდონის ზოოპარკი გეი პინგვინით შეუერთდა 🐧❤️🐧

ლონდონის ზოოპარკში ჰომოსექსუალი პინგვინები რონი და რეჯი ცხოვრობენ. ერთთვიანი გეი აღლუმის ფარგლებში, პინგვინების ვოლიერში დაამაგრეს ბანერი წარწერით: "ზოგიერთი პინგვინი - გეია. შეეგუეთ". ეს ლგბტქ+ ის საქველმოქმედო ორგანიზაციის Stonewall-ის კამპანიის გამოძახილია. მათ ბანერის ვარიანტში პინგვინების ნაცვლად ადამიანებზე ეწერა.
გარდა ამისა 5 ივლისის საღამოს ლონდონის ზოოპარკში სპეციალური ღონისძიება გაიმართება, სადაც ისაუბრებენ თუ როგორ ყალიბდებიან ცხოველთა სამყაროში ერთნაირსქესიანი წყვილები.
რონი და რეჯი ერთად 2014 არიან, მათ ერთად უცხო პინგვინის შვილი გაზარდეს. თუმცა რონი და რეჯი ლონდონის ზოოპარკში ერთადერთი გეი პინგვინები არ არიან. მათ გარდა იქ ასევე ცხოვრობს ნადია და ციმერი, დევი და მარტინი. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment