Tuesday, June 18, 2019

„პსჟ“-მ ნეიმარის ფასი დაასახელა!!! „რეალს“ ნეის ყიდვა უკვე შეუძლია

ფრანგული გამოცემები იუწყებიან, რომ „პსჟ“-მ ბრაზილიელ ნეიმარს ფასი დაადო და ვინც ამ თანხას გადაიხდის ტრანსფერის განხორციელების საშუალება ექნება...

„ალ ჰელაიფი მზად არის გუნდის ლიდერს შეელიოს, თუმცა მსურველმა 222 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს. ეს არის სწორედ ის თანხა, რომელიც პარიზულმა კლუბმა „ბარსელონას“ ბიუჯეტში რამდენიმე წლის წინ ჩარიცხა.

ახლა ფლორენტინო პერესს დიდი შანსი აქვს იმისა, რომ ოცნება აიხდინოს და ნეიმარი მადრიდელი გახადოს.

ამის პარერელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ წინახაზელის დაბრუნებაზე ფიქრობს „ბარსელონაც“, მაგრამ ამხელა თანხის გადახდა არ სურს.

L'Equipe-ს ინფორმაციით, ნეიმარი კარიერას პარიზში აღარ გააგრძელებს და მისი მომდევნო კლუბი „რეალი“-„ბარსელონადან“ ერთ-ერთი იქნება.
Halamadrid.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment