Friday, June 2, 2017

112 ის გმირად ქცეული გორელი ბიჭი (ვიდეო)


შინაგან საქმეთა სმაინისტრომ 13 წლის გიორგი გოზალიშვილი დააჯილდოვა, რომელმაც დაკარგული 80 წლის ქალბატონის შესახებ 112- შეატყობინა. ინფორმაციას შსს- პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი თეა პერტაია ავრცელებს.
"არის რაღაც, რაც ბევრად მნიშვნელოვანია, მაგრამ არასკანდალური. იცნობდეთ 112-ის გმირს!
1 ივნისი... შსს, ბავშვთა დაცვის დღეს ის გმირი პატარები დავაჯილდოვეთ, რომლებმაც სხვები დაიცვეს. მათ შორის, 13 წლის გიორგი გოზალიშვილია . ის უკვე სრულფასოვანი მოქალაქეა და საიმედო, კეთილშობილი პატარა ადამიანი.
მან მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და გორში, ქუჩაში დაკარგულ მოხუც ქალბატონს დახმარება აღმოუჩინა. გიორგიმ „112“-ში დარეკა და ოპერატორს დაკარგული ქალბატონის შესახებ საჭირო ინფორმაცია მიაწოდა. ბიჭმა უცნობი ბებო პოლიციის ეკიპაჟის მისვლამდე არ მიატოვა. სიკეთეს წახალისება და მხარდაჭერა უნდა... გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს"- წერს თეა პერტაია
marshalpress.ge

განათლების სახლის საჩუქარი სკოლებს!

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

 

 


No comments:

Post a Comment