ბათუმის პირველი საჯარო სკოლის დირექტორს თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება მიუვიდა. მედეა გვენეტაძეს
განათლების სამინისტროდან მინისტრის ხელმოწერით ჯერ წერილობითი
გაფრთხილება გაუგზავნეს, ახლა კი გათავისუფლების შესახებ შეატყობინეს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, გადაწყვეტილება დირექტორის
თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ არა ერთი არამედ ბევრი ნიუანსის
გამო მიიღეს:
„გადაწყვეტილება მიღებულია განათლების შესახებ კანონის დარღვევების გამო. ბრძანება გამოიცა დასკვნაში მოცემული დადასტურებული დოკუმენტების და წყაროების ინფორმაციით წარმოდგენილი ფაქტობრივი მასალის საფუძველზე. ინსპექტირების საფუძველი მოქალაქეების ზარები და აჭარის განათლების სამინისტროში დარეგისტრირებული განცხადება გახდა. გადაცდენები იყო შემდეგში: სკოლაში ხდებოდა ბავშვების გადამზადება ფულის სანაცვლოდ, ისეთი თანამშრომლები ფიქსირდებოდნენ სიაში, რომლებიც რეალურად არ მუშაობდნენ მოცემულ სკოლაში და ასევე მასწავლებლების ხელფასების განაწილებაში იყო დარღვევები. არსებობს დირექტორის სტანდარტი, ეთიკის ნორმები, სადაც ეს ყველაფერი არის უხეში დარღვევა და ამიტომ გამოვიდა ასეთი ბრძანება“, – აცხადებს EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას აჭარის განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ალეკო მჟავანაძე.
მედეა გვენეტაძე ვრცელი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ სკოლაში მხოლოდ წვრილმანი დარღვევები იყო და მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს სასამართლოში გაასაჩივრებს. ამ ეტაპზე კი სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება.
„რიგი დარღვევები იყო, წვრილმანი დარღვევები, თუმცა თანამშრომლების სიაში ისეთი ადამიანი, ვინც სკოლაში არ მუშაობდა არ მყოლია. რაც შეეხება მოსწავლეების ფასიან მომზადებას, ასეთი შემთხვევები სკოლაში ყოფილა, მაგრამ მე ამის შესახებ ინფორმაცია არ მქონდა. დაველოდოთ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას“, – გვითხრა სკოლის დირექტორმა.
მედეა გვენეტაძის საკითხს სკოლის სამეურვეო საბჭო 5 დღის ვადაში განიხილავს, სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, შესაძლოა, დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდეს.
თამუნა ხოზრევანიძე – ბათუმი
edu.aris.ge

No comments:
Post a Comment