რუმინეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერმინისტრის სორინ გრინდიანუს გადაყენებას მხარი დაუჭირა. BBC-ის ცნობით, კენჭისყრა მმართველი საპარლამენტო კოალიციის ინიციატივით გაიმართა, რომელშიც სოციალ-დემოკრატები და ლიბერალ-დემოკრატების ალიანსი შედის. გრინდიანუ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრია. დეპუტატების აზრით, პრემიერი ეკონომიკური რეფორმებს გატარებას ვერ უზრუნველყოფს.
14 ივნისს მმართველი კოალიციის წევრმა ყველა მინისტრმა თანამდებობა დატოვა. ამის შემდეგ მმართველ პარტიის ლიდერმა ლივიუ დრაგნიამ განაცხადა, რომ ახალი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად მზად არიან, თუმცა ქვეყნის პრემიერმინისტრმა მაშინ თანამდებობის დატოვებაზე უარი თქვა და დრაგნია ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში დაადანაშაულა. პრემიერის პოსტზე ლივიუ დრაგნია ვერ დამტკიცდება ნასამართლეობის გამო.
სორინ გრინდიანუს მთავრობა პარლამენტმა 2016 წლის დეკემბერში დაამტკიცა. თებერვალში რუმინეთში მთავრობის საკანონმდებლო ცვლილებების გამო საპროტესტო აქციები დაიწყეს, რომლის თანახმად, კორუფციის ზოგიერთი დანაშაულის დეკრიმინალიზაცია უნდა მომხდარიყო. მოქალაქეებს ეშინოდათ, რომ ციხეს დატოვებდნენ კორუმპირებული ჩინოსნები და ზოგიერთი საშიში დამნაშავე. გრინდიანუს მთავრობის ეს ინიციატივა ექვსმა დასავლურმა ქვეყანამ საჯაროდ დაგმო.
4 თებერვალს, რუმინეთის ხელისუფლებამ უარი თქვა კორუფციის დეკრიმინალიზაციაზე. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა. მიუხედავად ამისა, აქციები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გაგრძელდ
4 თებერვალს, რუმინეთის ხელისუფლებამ უარი თქვა კორუფციის დეკრიმინალიზაციაზე. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა. მიუხედავად ამისა, აქციები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გაგრძელდ
imedinews.ge
No comments:
Post a Comment