ზაზა სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 13 წუთი დაჰყო, ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 1 პასი და 1 მოხსნა შესძინა. ფაჩულიამ ორქულიანი სამჯერ ესროლა, თუმცა უშედეგოდ.
“გოლდენ სტეიტმა” ნბა-ს ახალი რეკორდი დაამყარა, “მეომრებმა” პლეი-ოფში თხუთმეტივე შეხვედრა მოიგეს.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მესამე პერიოდის ბოლოს “კავალიერსი” 5 ქულას იგებდა. მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ისევ “კლივლენდი” იყო წინ - 113:107, თუმცა ლებრონ ჯეიმსმა და მისმა თანაგუნდელებმა დარჩენილ დროში ერთი ქულის ჩაგდებაც კი ვეღარ მოახერხეს, ხოლო “მეომრებმა” 11 ქულა მიითვალეს და 118:113 იმარჯვეს.
ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 39 ქულა, 11 მოხსნა, და 9 პასი შესძინა, კაირი ირვინგმა 38 ქულა, ამ ორ კალათბურთელს თანაგუნდელებმა ფეხი ვერ აუწყვეს და ამიტომაც წააგეს. “გოლდენ სტეიტში” კი კევინ დურანტი 31 ქულით გამოირჩა. ტომპსონს 30 ქულა ჰქონდა, კარიმ ორმაგი დუბლი შეასრულა - 26 ქულა, 13 მოხსნა.
სერიას “გოლდენ სტეიტი” 3:0-ის იგებს. მომდევნო შეხვედრა კლივლენდში 10 ივნისს თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.
worldsport.ge
No comments:
Post a Comment