იტალიაში, მაფიის კლანის ნდრანგეტას ერთ-ერთი ლიდერი ჯუზეპე ჯიორჯი დააკავეს, რომელიც 23 ემალებოდა გამოძიებას. ამის შესახებ Rai News წერს. კრიმინალური ავტორიტეტის დაკავების ოპერაცია მის მშობლიურ ქალაქ სან-ლუკაში ჩატარდა. პოლიციის ინფორმაციით, ჯიორჯი ქალაქში ახლახანს დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც იმალებოდა.
1994 წელს მას ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისთვის 28 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ ჯიორჯიმ გაქცევა მოახერხა. დაკავებამდე ის ძებნილი იტალიელი კრიმინალების ხუთეულში შედიოდა.
22 მარტს იტალიაში კიდევ ერთი დანაშაულებრივი კლანის პელე-ვოტარის მეთაური სანტო ვოტარი დააკავეს. ის ევროპის საშიში დამნაშავეების სიაში იყო და ევროპოლის მიერ იძებნებოდა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment