Monday, January 15, 2018

მსოფლიო ჩემპიონი ბიორნდალენი 2018 წლის ოლიმპიადაზე ვერ მოხვდა

ნორვეგიის სახელით 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მსოფლიო ჩემპიონი ულე-ეინარ ბიორნდალენი აღარ გამოვა. 43 წლის სპორტსმენის თქმით, ის ელოდებოდა, რომ ეს დღეც ოდესმე დადგებოდა. 
ბიორნდალენს მიაჩნია, რომ თამაშებისთვის სპორტულ ფორმაშია, თუმცა მსოფლიო თასის ეტაპეპზე მაღალ შედეგებს ვერ აჩვენებდა. 10 იანვარს, ბოლო ეტაპზე, ის მეოთხე ათეულთან ერთად მივიდა ფინიშამდე. 
ულე-ეინარ ბიორნდალენი - დღეისათვის ნორვეგიაშიც და მსოფლიოშიც ერთ-ერთი საუკეთესო ბიატლონისტი. ზამთრის ოლიმპიური თამაშების 5 გზის ჩემპიონი,ასევე 3 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მფლობელი. 10-გზის მსოფლიო ჩემპიონი და 4 გზის მსოფლიოს თასის მფლობელი.
ოლიმპიადა სამხრეთ კორეაში 9-დან 25 თებერვლამდე ჩატარდება.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment