Monday, January 15, 2018

მედია: კრიშტიანუ რონალდუმ "რეალიდან" წასვლის სურვილი გამოთქვა

მადრიდის "რეალის"  პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ კლუბის დატოვების სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ AS-ი წერს.
გამოცემის ცნობით, რონალდუ თავს მოტყუებულად გრძნობს მას შემდეგ, რაც "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა პირობა არ შეასრულა და სპორტსმენს ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა უკეთესი პირობებით.
გარდა ამისა, რონალდუ უკმაყოფილოა იმით, რომ გასული წლის ზაფხულში "რეალი" 18 წლის თავდამსხმელის კილიან მბაპეს შეძენას ცდილობდა.
მედიის ცნობით, ფეხბურთელის პრიორიტეტი "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნებაა. იანვრის დასაწყისში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რონალდუს 3 კლუბიდან აქვს შეთავაზება.
29 დეკემბერს რონალდუ ევროპის საუკეთესო სპორტსმენად მეორედ დაასახელეს, 7 დეკემბერს  კი მან ოქროს ბურთი მეხუთედ მოიპოვა
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა ლიონელ მესისა და ნეიმარს აჯობა. პრესტიჟული ტიტულისთვის სულ 30 ფეხბურთელი იბრძოდა. დაჯილდოება პარიზში გაიმართა.
რონალდუ ოქროს ბურთების რაოდენობით მესის გაუთანაბრდა. 24 ოქტომბერს ფიფამ ის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment