Tuesday, January 16, 2018

საუდის არაბეთში 35 წლის შემდეგ პირველად, კინოთეატრში ფილმის ჩვენება გაიმართა

საუდის არაბეთში 35 წლის შემდეგ პირველად, კინოთეატრში ფილმის ჩვენება გაიმართა. ამის შესახებ dailymail-ი წერს.. 
კინოთეატრების მუშაობაზე აკრძალვის მოხსნის შემდეგ პირველი ფილმი 2017 წლის ანიმაცია „ემოჯი ფილმი“ ნახეს.
კინოთეატრში მისულებმა არა მხოლოდ ფილმის ნახვა, არამედ პოპკორნის ყიდვაც შეძლეს.
აღსანიშნავია, რომ კინოთეატრები საუდის არაბეთში 1980-იანი წლების დასაწყისში აკრძალეს. კინოს სანახავად საუდელები მეზობელ ბაჰრეინში დადიოდნენ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, საუდის არაბეთში ქალებს სტადიონზე საფეხბურთო მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მიეცათ
კრონპრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ქვეყანაში სოციალურ და ეკონომიკურ რეფორმებს ატარებს და კონცეფციის "ხედვა - 2030" ფარგლებში ცხოვრების ბევრ სფეროზე ზეწოლას ასუსტებს. მიუხედავად ამისა, საუდის არაბეთში დღემდე ბევრი რამ აკრძალულია.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment