ჩინეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერებმა ტელეფონით ისაუბრეს. გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, დონალდ ტრამპმა და სი ძინპინმა კორეის ნახევარკუნძულის პრობლემა განიხილეს. ასევე შეთანხმდნენ, რომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ერთობლივ ძალისხმევას გააძლიერებენ.
გარდა ამისა, ტრამპსა და სი ძინპინს შორის სალაპარაკო თემა ეკონომიკური ურთიერთობის გაუმჯობესებას ეხებოდა. ჩინეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ არსებულმა ორმხრივმა ეკონომიკურმა ურთიერთობამ ორივე ქვეყანას სარგებელი მოუტანა.
1 იანვარს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ბირთვულ იარაღზე მუშაობა დაასრულა.
22 დეკემბერს, გაერთოს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი საერთაშორისო სანქციები დააწესა. აშშ-ის მიერ მომზადებული რეზოლუცია წევრებმა ერთხმად მიიღეს.
imedinews.ge


No comments:
Post a Comment