Tuesday, January 16, 2018

ჩუგოშვილი: ღამის კლუბთან 3 პირის დაჭრაში ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლება შეკითხვებს აჩენს

პარლამენტის უმრავლესობის წევრი და ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი კლუბ ბასიანთან სამი პირის დაჭრაში ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ამ საქმეზე შეკითხვები არსებობს. ამის შესახებ ipn-ი წერს.
"როცა პირი, ვინც არ უნდა იყოს ის, ადამიანებს ასეთ სერიოზულ დაზიანებებს მიაყენებს და გირაოს საფუძველზე გათავისუფდლება, ვფიქრობ, რომ სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს. ამით მართლმსაჯულების სისტემას სერიოზული ზიანი ადგება. მათ ადგილას უფრო პასუხისმგებლობით მოვეკიდებოდი მსგავს შემთხვევებზე სასჯელის თუ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას", - ამბობს თამარ ჩუგოშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთი სამართალდამცველისა და კლუბ "ბასიანის" დაცვის ორი წევრის დაჭრაში ბრალდებული 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
არასამთავრობოები კლუბ ბასიანის დაცვის წევრების დაჭრისთვის ბრალდებულის გათავისუფლებას შეისწავლიან. საქმის შესახებ დღეს განცხადება გაავრცელა შსს-მაც.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment