Tuesday, January 16, 2018

ტრიბუნების ჩამონგრევის საშიშროების გამო, "ეშტორილი" - "პორტუს" შეხვედრა შეწყდა

ტრიბუნების ჩამონგრევის საშიშროების გამო, "ეშტორილი" - "პორტუს" შეხვედრა შეწყდა. პორტუგალიის ჩემპიონატის მეთვრამეტე ტურის მატჩის შესვენებისას, გაჩნდა სერიოზული საფრთხე, რომ ტრიბუნების ის სექტორი, სადაც სტუმართა გულშემატკივარი იყო განლაგებული, შესაძლოა ჩამონგრეულიყო, რის გამოც უსაფრთხოების სამსახურმა რეაგირება მოახდინა და "პორტუს" ფანები სტადიონიდან გაიყვანა.
ჭყლეტის დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი დაშავდა, რომლებიც მაშინვე ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუ როდის შეძლებენ გუნდები თამაშის დასრულებას, ამაზე პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებენ.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment