Monday, January 15, 2018

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი 50-ლარიანი, 100-დოლარიანი და 100 თურქული ლირის ნომინალის კუპიურების შენახვა-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის შენახვა - გასაღების ორი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში სამი პირი მისცეს. 
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

”გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულებმა, ქვემო ქართლში არსებულ სავაჭრო ობიექტში ყალბი 50-ლარიანი კუპიურა, ხოლო მეორე შემთხვევაში, ქალაქ თბილისში, ყალბი 100-დოლარიანი და 100 თურქული ლირის ნომინალის კუპიურა გაასაღეს.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულია 700 ლარის ოდენობის ყალბი 100-ლარიანი და 50-ლარიანი კუპიურები, 9 600 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურები და 48 800 ყალბი თურქული ლირა. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით”, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
ipn.ge

No comments:

Post a Comment