პერუში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ბოლო ინფორმაციით, 2 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 65 დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს. მათი ინფორმაციით, რამდენიმე ათეული სახლი დაინგრა.
პერუს გეოფიზიკის ინსტიტუტის მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 6,8 მაგნიტუდა იყო. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი კარაველის პროვინციაში იყო.
სეისმოლოგებმა ცუნამის საფრთხის შესახებ განაცხადეს.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment