ტეხასის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა მოიფიქრეს მეთოდი, შექმნეს აბები, რომეთა დახმარებითაც ჭარბი წონისგან გათავისუფლებაა შესაძლებელი. კვლევის შესახებ New Atlas-ში წერია.
მეცნიერების თქმით, ნორმალურ პირობებში როდესაც ცხიმის უჯრედების მოცულობა იზრდება, ორგანიზმში უფრო მეტი პროტეინი NNMT-ი გამოიყოფა, რომელიც მეტაბოლიზმს ანელებს - რაც უფრო მეტი NNMT-ი გამოიყოფა, მით უფრო რთულდება ცხიმის დაწვა.
სპეციალური აბების არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ის ბლოკავს NNMT-ის გამოყოფას და აჩქარებს მეტაბოლიზმს.
აბების ზემოქმედება თაგვებზე ჩატარებული ცდებისას შეისწავლეს. ექსპერიმენტის ფარგლებში, თაგვები ცხიმოვან დიეტაზე ჰყავდათ, რომლის შემდეგაც მათ ახალი პრეპარატი მისცეს. 10-დღიანი კურსის შემდეგ, თაგვების წონა დაახლოებით 7%-ით, ხოლო მათში ცხიმისა და ლიპოციტების წონა 30%-ით შემცირდა.
პრეპარატმა ასევე შეამცირა თაგვების სისხლის არსებული ქოლესტერინის დონეც.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment