Sunday, January 7, 2018

ბერლინში ციხიდან კიდევ ერთი პატიმარი გაიქცა

ბერლინში მდებარე ღია ტიპის სასჯელ-აღსრულების დაწესებულებიდან კიდევ ერთი პატიმარი გაიქცა. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პატიმარი მკვლელობისთვის არის გასამართლებული. ამასთან პატიმარს სამუშაო დროის განმავლობაში ციხიდან გარეთ გასვლა შეეძლო, თუმცა უკან აღარ დაბრუნდა. 
გამოცემა წერს, რომ პირველივე სამუშაო დღეს, კაცმა დარეკა ციხეში და თქვა, რომ უკან დაბრუნებას არ აპირებდა. 

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/
ღია ტიპის ციხეებში პატიმრებს გამცილებლის ან მათ გარეშე საპატიმროს დატოვების უფლება აქვთ იმ პირობით, თუ უკან დაბრუნდებიან.
2017 წლის 28 დეკემბრის შემდეგ ბერლინის ციხიდან 10 პატიმარი გაიქცა. ციხის ადმინისტრაციამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ დაწესებულებაში ზომები გაამკაცრეს.
imedinews.ge

👉  კსუ მულტიმედია ცენტრი / CIU Multimedia Centre

No comments:

Post a Comment