Monday, January 15, 2018

რუსეთის შსს თანამშრომლებს ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დასვენებას ურჩევს

გამოქვეყნდა იმ ქვეყნების სია, სადაც რუსეთის შსს-ს თანამშრომლებს დასვენების უფლება აქვთ. შესაბამისი ბრძანება რუსეთის შს მინისტრმა გასცა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
სიაში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან ერთად მოხვდა, ჩინეთი, ვიეტნამი და კუბა. საქართველოს მაგივრად კი სიაში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი წერია.
როგორც უწყება განმარტავს სია სამხედრო-პოლიტიკური, კრიმინოგენული, ბუნებრივ-კლიმატური და სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფაქტორების გათვალისწინებით არის შედგენილი.
სიაში შემდეგი ქვეყნები მოხვდნენ:
ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, ვიეტნამი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ჩინეთ, კუბა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment