Friday, January 12, 2018

ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა ხმაურით მიმდინარეობს


მეცნიერებათა აკადემიაში, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. კამათი მოჰყვა ჯონდი ბაღათურიას განცხადებას, რომელიც ამბობს, რომ ეს კანონპროექტი ნარკოტიკების რეალიზაციის ლეგალიზებაა. პარლამენტარები, კანონპროექტის ავტორები აკაკი ზოიძე და ლევან კობერიძე ფიქრობენ, რომ ასეთი განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
"სარკეში ჩაიხედე", - ამ შეძახილებით შეხვდნენ მეცნიერები და სასულიერო პირები "თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრის, ბექა წიქარიშვილის სიტყვით გამოსვლას. მან მეცნიერებათა აკადემიაში მიმდინარე შეხვედრაზე, იმის შესახებ ილაპარაკა, რომ ნარკომომხმარებლები ციხეში არ უნდა ისხდნენ. წიქარიშვილს სიტყვის დასრულების შესაძლებლობა არ მიეცა.
მეცნიერებათა აკადემიაში მინდინარე შეხვედრას პოლიტიკოსები, სასულიერო პირები, მეცნიერები და "თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრები ესწრებიან.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment