Wednesday, February 7, 2018

ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულებმა, შესაძლოა, დანაშაული დღეს აღიარონ

ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებული მწვრთნელები ვაჟა კვარაცხელია, თემურ დათიკაშვილი და მსაჯი ზაზა მაჩალაძე დანაშაულის აღიარებას გეგმავენ, თუმცა ბრალთან დაკავშირებით გამოძიებასთან პრეტენზიები აქვთ. ამის შესახებ სააგენტო ipn-ი წერს.
როგორცსაკალათბურთო კლუბ "სოხუმის“ მწვრთნელის, ვაჟა კვარაცხელიას და ამავე კლუბის თანამფლობელის, თემურ დათიკაშვილის ადვოკატმა თამარ აბესაძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს გამოძიება ამჟამად კომერციულ მოსყიდვას ედავება, თუმცა ადვოკატის თქმით, ბრალი პროფესიული სპორტული შეჯიბრების ანდა კომერციულ-სანახაობითი კონკურსის მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვის მუხლით უნდა გადაკვალიფიცირდეს.
თამარ აბესაძე აღნიშნავს, რომ ბრალდებულები საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას აღიარებენ. ადვოკატის ინფორმაციით, ამ პოზიციას დაცვის მხარე დღეს ჩანიშნულ წინასასამართლო სხდომაზე გააჟღერებს.
თავის მხრივ, დანაშაულის აღიარებას გეგმავს ასევე გარიგებულ მატჩებში ბრალდებული მსაჯი ზაზა მაჩალაძეც. 
ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სამი მსაჯისა და ორი მწვრთნელის დაკავება საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სამი მატჩის ჩაწყობას უკავშირდება.
როგორც სუსის განცხადებაშია ნათქვამი, მსაჯებმა და მწვრთნელებმა ამ თამაშების კონკრეტული შედეგებით დასრულების სანაცვლოდ, ჯამში, 36000 ლარი აიღეს. დაკავებულ 5 პირს ბრალი ოფიციალურად 23 დეკემბერს წაუყენეს. მათ კომერციულ მოსყიდვაში ედებათ ბრალი. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment