Monday, April 16, 2018

#სანდოთანამგზავრი - მე-11 და მე-12 კლასელებს 22 აპრილს გამოსაშვები გამოცდების იმიტაციაში მონაწილეობა უფასოდ შეეძლებათ. რეგისტრაცია 17 აპრილს 15:00 სათზე დაიწყება

 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, #სანდოთანამგზავრის ფარგლებში, მე-11 და მე-12 კლასელებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს - მოსწავლეები გამოსაშვები გამოცდების სრულ იმიტაციაში მონაწილოებას უფასოდ შეძლებენ. დარეგისტრირება 200 მსურველს შეეძლება. 
ტესტირება გამოცდის ანალოგიურად ჩატარდება, ე. წ. CAT-ის ალგორითმით და სისტემით. 

  • 22 აპრილის ტესტირებისათვის რეგისტრაცია 17 აპრილს 15:00 საათზე დაიწყება. მოსწავლეები რეგისტრაციას გაივლიან ვებგვერდზე www.ug.edu.ge 
ტესტირების მხარდამჭერია საქართველოს უნივერსიტეტი.

რეგისტრირებულ მონაწილეებს მათთვის სასურველ 2 საგანში შეეძლებათ ტესტის გავლა.

იმიტირებული ტესტირების დასრულებისთანავე მოსწავლე ქულას ეკრანზე დაინახავს, რომ მან შეძლოს საკუთარი ცოდნის შემოწმება და გაუმჯობესება.  გამოცდაზე კი, წლევანდელი ცვლილებების თანახმად, შეიტყობს შეძლო თუ არა მინიმალური კომპეტენციის ზღვრის დაძლევა.
 

No comments:

Post a Comment