Saturday, April 28, 2018

ფაშინიანი სომხეთის კათალიკოს გარეგინ II-ს შეხვდა

სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა სომხეთის კათალიკოს გარეგინ II-სთან განიხილა.
“ახლახანს ეჩმიაძინში შევხვდი სრულიად სომხების კათალიკოსს გარეგინ II-ს შევხვდი. განვიხილეთ შექმნილი ვითარება და პრობლემის გადაჭრის გზები“, - წერს ფაშინიანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე. 
ამჟამად ფაშინიანის მხარდამჭერთა კოლონა ერევნიდან იჯევანისკენ მიემართება. ცოტა ხანში საპროტესტო აქცია სწორედ იქ დაიწყება.
ერევანში საპროტესტო აქციების მეთექვსმეტე დღეა. ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერმინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა. ამას წინ 11-დღიანი საპროტესტო აქციები უძღოდა, რომელშიც დემონსტრანტები სერჟ სარგსიანის ხელისუფლებიდან წასვლას მოითხოვდნენ. სარგსიანის ნაცვლად პრემიერმინისტრის მოვალეობას დროებით ვიცეპრემიერი კარენ კარაპეტიანი ასრულებს. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment