Tuesday, April 24, 2018

ქუთაისში ტაქსის კომპანია „მაქსიმის“ მძღოლები გაიფიცნენ


ქუთაისში ტაქსის კომპანია "მაქსიმის" მძღოლები გაიფიცნენ. ისინი სამგზავრო ტარიფების გადახედვას ითხოვენ. აქციის მონაწილეთა თქმით, მუშაობა მიზერულ ფასებზე უწევთ. ისინი ტარიფის 50 თეთრით გაზრდას ითხოვენ. ინფორმაციას topnews.ge ავრცელებს.
"ვმუშაობთ, მაგრამ ძალიან დაბალ ტარიფებზე. შედეგად კი შემოსავალი არ ყოფნის არც ტრანსპორტის ხარჯს და არც საწვავს. ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა ტარიფების გადახედვა და ისეთი ტარიფების დადგენა, რაც მისაღები იქნება არა მარტო მძოლებისთვის, არამედ მგზავრებისთვისაც, რათა ჩვენც მოვემსახუროთ კეთილსინდისიერად," -განმარტავს აქციის ერთ-ერთი მონაწილე გიორგი მუხაიძე.
გაფიცვას "მაქსიმის" ქუთაისის ფილიალში გამოეხმაურნენ. კომპანიაში ამბობენ, რომ მძოღოლების მოთხოვნა მათთვის გასაგებია, მაგრამ ტარიფების გადახედვა არ განიხილება.
„მაქსიმში“ დასძენენ, რომ აუცილებლად იპოვიან ისეთ გამოსავალს, რომელიც არც მძოღოლებს დააზარალებს და არც მგზავრებს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment