Saturday, April 28, 2018

ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალში დიმიტრი მედვედევი მიიწვია

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა დიმიტრი მედვედევი ცხინვალში, 26 აგვისტოს დაგეგმილ ე.წ. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისისძიებაზე მიიწვია. ამის შესახებ რუსული მედია წერს. 
გასული წლის ნოემბერში ამავე სურვილით ბიბილოვმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რეგიონში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც მიიწვია. 
ბიბილოვი არ გამორიცხავს, რომ 26 აგვისტოს ღონისძიებაზე რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუც დაპატიჟოს. 
2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. მას შემდეგ რეგიონის მთელ ტერიტორიას რუსეთის საოკუპაციო არმია აკონტროლებს. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment