Saturday, April 21, 2018

სასამართლომ ახალციხის სკოლის კურსდამთავრებულთა მშობლების სარჩელი დააკმაყოფილა

ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ახალციხის მეექვსე სკოლის დირექტორს ოქროს მედლებზე მოსწავლეების ხელახლა წარდგენა დაევალა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

მოსამართლის განცხადებით, მოსწავლეები ოქროს მედლებს იმსახურებენ და ამიტომ დირექტორს გია კაპანაძეს მედლებზე ისინი ხელახლა უნდა წარედგინა.

სკოლის დირექტორი სასამართლო გადაწყვეტილებას არ ასაჩივრებს. როგორც მან განაცხადა,  მოსწავლეებს მედლებზე კიდევ ერთხელ წარადგენს.
ახალციხის მე-6 სკოლის ვერცხლისა და ოქროს მედლებზე წარდგენილი  ექვსი მოსწვლიდან ხუთმა საკლასო ჟურნალებში გადასწორებული ნიშნების გამო, მედალი ვერ მიიღო.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment