Thursday, April 26, 2018

ქანთარია: ივანიშვილის გარდა ჩვენთან სხვა უპირობო ლიდერები ვერ წარმოიშვნენ

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც ეხმიანებიან. ნუკრი ქანთარიას შეფასებით, ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან თვითონ ქანთარიასაც უსაბრია ამ თემაზე მასთან.
"როგორც ჩანს ბატონი ბიძინაც დარწმუნდა მისი მოსვლის აუცილებლობაში. მისი დაბრუნება საჭირო გახდა იმიტომ, რომ ის არის უპირობო ლიდერი, სხვა ბუნებრივი ლიდერები ჩვენთან ვერ წარმოიშვნენ", - ამბობს ქანთარია და დასძენს, რომ ვიანიდან ივანიშვილმა დაბრუნება გადაწყვიტა, ესე იგი ჩათვალა, "რომ ყველაფერი ისე ვერ მოხდა, როგორც ჩვენ ყველას გვინდოდა". 
ცვლილებას მიესალმება დეპუტატი გედევან ფოფხაძეც, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში თანაგუნდელების მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოდიოდა. ფოფხაძემ გასულ კვირაში ისიც განაცხადა, რომ სასურველი იქნებოდა პარტიის სხდომასბიძინა ივანიშვილიც თუ დაესწრებოდა.
დღეს გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ ივანიშვილი პოლიტიკურ გუნდს გააერთიანებს: "მისცემს საშუალებას, რომ იმ გამოწვევებს, რაც არის ჩვენ წინაშე, ღირსეულად გავცეთ პასუხი. ნამდვილად მიმაჩნდა და აქამდეც ვამბობდი, რომ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკურ სივრცეში გვაძლევს იმ დამატებით რესურსს, რაც მას, როგორც პოლიტიკოსს, გააჩნია, ამიტომ მე მგონია, რომ ეს არის ის სწორი გადაწყვეტილება", - თქვა გედევან ფოფხაძემ.
ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გახდება. პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ამ შეთავაზებას დათანხმდა. ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ უახლოეს ყრილობაზე უყრიან კენჭს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment