Thursday, April 19, 2018

საბავშვო ბაღების მენიუში მჭადი ღომით ჩაანაცვლეს

ბაგა-ბაღების მენიუში ცვლილებაა. ბაღების მართვის სააგენტოს ინფრომაციით, მჭადი ღომით ჩანაცვლდა. ინფორმაციას mshobeli.ge-ი ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, მჭადი ბაღებიდან მოსული მოთხოვნის საფუძველზე მენიუდან ამოიღეს.
„თავად ბაღებმა მოითხოვეს მჭადის ამოღება, იმ მოტივით, რომ ბავშვები არ ჭამდნენ. ვინაიდან მარცვლეულის მომწოდებელ კომპანიასთან ხელშეკრულებაა გაფორმებული, სხვა პროდუქტით ჩანაცვლება ვერ მოხდებოდა, ამიტომ ზოგან ღომი დაემატა მენიუს, ზოგან კი სიმინდის ფაფა“, - აცხადებენ სააგენტოში.
„ვერასდროს ვერ მოხდება ყველას მოსაწონი გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ უკმაყოფილო ყოველთვის იქნება ვიღაც. სამჯერ მეტი კვება იყო და უკმაყოფილოები იყვნენ, საჭმელი იყრებაო, მენიუ შემცირდა და ამითაც უკმაყოფილოები არიან“, - განმარტავენ სააგენტოში.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment