Saturday, April 21, 2018

დემონსტრანტებმა ერევანში შესასვლელი ცენტრალური გზა გადაკეტეს

პროტესტის მერვე დღეს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქალაქში შესასვლელი ცენტრალური გზა გადაკეტეს. მიუხედავად სერჟ სარგსიანის გაფრთხილებისა, რომ პოლიცია უკანონო ქმედებებს ადექვატურად უპასუხებს, სამართალდამცველები ჯერჯერობით მომიტინგეებს არ შლიან.
პარალელურად, მოქალაქეების მცირე ჯგუფები სომხეთის დედაქალაქის ქუჩების ბლოკირებას ახდენენ, თუმცა ამ შემთხვევაში, დაკეტილი გზების გახსნას პოლიცია მალევე ახერხებს, რაც ხშირ შემთხვევაში, აქტივისტების დაკავებებით სრულდება.
აქციები ერევანში 13 აპრილს დაიწყო. სერჟ სარგსიანის პრემიერმინისტრობას აპროტესტებენ.
სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერმინისტრად ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი 17 აპრილს დაამტკიცა. 105-წევრიან საკანონმდებლო ორგანოში, სერჟ სარგსიანის პრემიერად არჩევას 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 17 წინააღმდეგი წავიდა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment