Tuesday, April 24, 2018

აქციის მონაწილეები იმ მოსწავლეების გარიცხვას ითხოვენ, რომლებმაც მე-7 კლასელზე იძალადეს და ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ატვირთეს


გარდაბანში ერთ-ერთ საჯარო სკოლასთან მშობლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ სკოლიდან გარიცხონ ის სამი მოსწავლე, რომლებმაც მე-7 კლასელ მოზარდზე იძალადეს და ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ატვირთეს. 

როგორც დაზარალებულის დედა აცხადებს, მისი შვილი არის ნაცემი და ვიდეოში რასაც ამბობს, ეს ძალდატანებით მოხდა. 

„პოლიციამ თვითონ მომმართა, თბილისში ვიყავით წასულები. მპირდებიან, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ერთი კვირაა უკვე და ჯერ ვერაფერს ვხედავ. ნაცემია ბავშვი, აიძულეს ასეთი სიტყვები ელაპარაკა და მერე აგრძელებდნენ მის ცემას,“- აცხადებს ძალადობის მსხვერპლის მშობელი „რუსთავი 2“-თან საუბარში.


https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

აქციის კიდევ ერთი მონაწილის თქმით, მშობლების მოთხოვნაა, რომ ვიდეოს გადამღები მოზარდები სკოლიდან გარიცხონ.

„მოვითხოვთ იმას, რომ ეს ბავშვები არ უნდა იყვნენ აქ. დღეს დადიან სკოლაში, ვითომ არაფერი დაუშავებიათ. ალბათ არც მშობლებზე იმოქმედა ამ ყველაფერმა და არც არიგებენ, რომ ეს არ უნდა ჩაიდინონ. დირექტორი არ მოსულა, არ გასაუბრებია ოჯახს,“- აცხადებენ აქციის მონაწილეები. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, სოციალურ ქსელში 20 აპრილს გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 140-ე და 157-ე პრიმა მუხლების მეორე ნაწილებით დაიწყო. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნული ვიდეო YouTube-ზე 2017 წლის სექტემბრის თვეში აიტვირთა, თუმცა სოციალურ ქსელში მიმდინარე წლის 20 აპრილს გავრცელდა. 

https://www.facebook.com/%E1%83%99%E1%83%A1%E1%83%A3-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98-CIU-Multimedia-Centre-1567807070128596/
 

„სამართალდამცველებმა დაადგინეს ვიდეოში დაფიქსირებული არასრულწლოვანი. დადგენილია ის პირიც, ვინც სოციალურ ქსელში ვიდეო ატვირთა, რომელიც, ასევე, არსრულწლოვანია. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ორივე არასრულწლოვანი ერთი სკოლის მეშვიდე-მერვე კლასების მოსწავლეა.

დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები“, - ნათქვამია განცხადებაში.
ipn.ge

No comments:

Post a Comment