Tuesday, April 24, 2018

ომბუდსმენი განათლების სამინისტროს არასრულწლოვანთა ქორწინებაზე რეკომენდაციას აძლევს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ რეფერირების პროცედურის დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს.
სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტმა ადრეულ ასაკში ქორწინების/ნიშნობის საქმე შეისწავლა, როდესაც ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებები ინფორმირებულნი იყვნენ ქორწინების/ნიშნობის ფაქტის შესახებ, თუმცა პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებებისთვის არ მიუმართავთ.
მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ ასაკში ქორწინება არღვევს ბავშვის ჯანმრთელობის, განათლების, თანასწორობის, ძალადობისა და უზღუდავს მას თავისუფალ გარემოში ცხოვრების უფლებას, არასრულწლოვანის ინტერესების დასაცავად ხშირ შემთხვევებში არანაირი ღონისძიებები არ ტარდება.  
ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია პედაგოგების ჩართულობა, რომელთა ვალდებულებაა ფაქტის შეტყობის შემდეგ შესაბამისი სტრუქტურების ინფორმირება.
სამწუხაროდ, სკოლაში მომუშავე პირებმა ხშირად არაფერი იციან რეფერირებისდოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესახებ, - წერია სახლახო დამცველის რეკომენდაციაში.
სახალხო დამცველი ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებთან დაკავშირებით არსებულ ვალდებულებებზე მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლება და რეფერირებისდოკუმენტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვს.
ადრეულ ასაკში ქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარასა და მარნეულშია. 2017 წელს იძულებით ქორწინების 6 ფაქტი, თავისუფლების უკანონო აღკვეთის 41 შემთხვევა დაფიქსირდა, სკოლაში სწავლა შეწყვიტა 75-მა მოზარდმა, 835 არასრულწლოვანი კი მშობელი გახდა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment