Monday, April 30, 2018

30 აპრილი საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეა


30 აპრილი საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეა. ქართული არმია დაარსებიდან 27 წლის იუბილეს ზეიმობს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე მიმდინარე საერთაშორისო მისიებში მონაწილე ქართველ მშვიდობისმყოფელებს შეიარაღებული ძალების დღეს ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიულოცავს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველი მშვდიობისმყოფელების პირველი მასშტაბური სწავლება გაიმართება.  
საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში. სამხედრო მოსამსახურეებს ქართული არმიის დღეს მიულოცავენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია.
წელს ქართული არმია პროფესიულ დღეს სიახლეებით ხვდება. წარმოდგენილი იქნება პირველი ქართული ქვედანაყოფი, რომელიც მაისიდან საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში მასშტაბურ წვრთნებს დაიწყებს. გამოფენილი იქნება საქართველოს შეიარაღებაში არსებული ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment