Saturday, April 28, 2018

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება ორ დღეში $9 მილიარდით გაიზარდა

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის მოგება ორ დღეში $9 მილიარდით გაიზარდა. ამის შესახებ პარასკევს, კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ კვარტალურ ანგარიშში ვკითხულობთ. ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს
შედეგად Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის ქონებამ $130.2 მილიარდი შეადგინა
მარტის ბოლოს ბეზოსის ქონების ღირებულების საბაზრო ფასი მოულოდნელად დონალდ ტრამპსა და ჯეფ ბეზოსს შორის არსებული უთანხმოების და საგადასახადო რეფორმის გამო დაეცა. 
Amazon-ი მსოფლიოს უმსხვილესი სავაჭრო ონლაინ კომპანიაა. ამერიკის შეერთებული შტატების გარდა კონცერნი კანადაში, ჩინეთში, ბრაზილიაში, იაპონიასა და ევროპაში ოპერირებს. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment