ნაძალადევის რაიონში ხუთი სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია დასრულდა. ერთ-ერთი განახლებული მოედანი, რომელიც ზღვის უბნის მე-11 მ/რ-ის მე-3 კვარტალში, 58-ე კორპუსის წინ მდებარეობს, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა. ინფორმაციას ნაძალადევის გამგეობა ავრცელებს.
"მე-11 მ/რ-ის მე-3 კვარტალში ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული მოედანი მოვაწყეთ. მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის მერია მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსს აშენებს, რაც მთლიანად ზღვის უბანს კიდევ უფრო განავითარებს“, - თქვა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.
ხუთივე სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 193 687 ლარი დაიწყო. გამგეობის ცნობით, წლის ბოლომდე, გამგეობის დაკვეთით, რეკონსტრუქცია კიდევ რამდენიმე მოედანს ჩაუტარდება
imedinews.ge
No comments:
Post a Comment