Monday, April 23, 2018

საფრანგეთში მიგრანტების დეპორტაციის პროცედურა მარტივდება

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ დაამტკიცა იმიგრაციის შესახებ კანონპროექტი, რომელსაც მემარცხენეები მეტისმეტად მკაცრად, კონსერვატიული ძალები კი მეტისმეტად ლმობიერად მიიჩნევენ.  ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს.
საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში ხანგრძლივი დებატების შემდეგ, გაიმართა კენჭისყრა, რომლის შედეგადაც კანონპროექტს მიემხრო 228 დეპუტატი, წინააღმდეგი იყო 139, ხოლო 24-მა თავი შეიკავა. პარლამენტის ზედა პალატა, სენატი, ივლისში იმსჯელებს კანონპროექტის შესახებ.
შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერარ კოლომბის განმარტებით, კანონპროექტი ემსახურება „უკეთ გაკონტროლებულ“ იმიგრაციას. ის ითვალისწინებს თავშესაფრის მთხოვნელად ლოდინის ვადის 6 თვემდე შემცირებას და აიოლებს „ეკონომიკურ“ მიგრანტებად მიჩნეული პირების დეპორტაციას.
ლტოლვილები, თავშესაფრის მიღების შემთხვევაში, მიიღებენ მეტ დახმარებას საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის. შარშან საფრანგეთში დაფიქსირდა თავშესაფრის მთხოვნელთა სარეკორდოდ მაღალი რაოდენობა: 100 ათასამდე ადამიანი
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment