Thursday, April 19, 2018

სიღარიბისა და შრომის გამო სკოლა 245 მოსწავლემ დატოვა

ყოველწლიურად, ათობით ბავშვი სასწავლო დაწესებულებიდან  სამუშაოს გამო მიდის. ნაწილი სეზონურად მუშაობს, ნაწილი კი ანაზღაურების მისაღებად  საზღვარგარეთ მიდის. ინფრომაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
ფიქსირდება გაკვეთილების სისტემატურად გაცდენის შემთხვევები, განსაკუთრებით კი რეგიონებში, სადაც არასრულწლოვნები სეზონური სამუშაოების შესრულების პერიოდში სკოლაში ვერ მიდიან.  
2017 წელს შრომის გამო, 106 ბავშვს შეუჩერდა მოსწავლის სტატუსი საბაზო საფეხურის დასრულებამდე, ხოლო სრული ზოგადი განათლების მიღებამდე - 139 ბავშვს.
სიღარიბისა და ცხოვრების არასათანადო დონის გამო, ბავშვები ასაკთან და ფიზიკურ განვითარებასთან შეუსაბამო სამუშაოს ასრულებენ. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ეს სისტემური ხასიათის პრობლემაა, სახელმწიფომ კი ქმედითი ნაბიჯები ამ დრომდე არ გადადგა.
"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალური მუშაკებისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების როლის გაძლიერება ქუჩაში ბავშვთა მუშაობის შემთხვევებზე რეაგირების, დროული გადამისამართებისა და დახმარების კუთხით, '' - წერია დოკუმენტში. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment