Friday, April 20, 2018

ტრამპი: ნავთობის ფასს ხელოვნურად ზრდიან

ნავთობის ფასს ხელოვნურად ზრდიან. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერი სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს.
„როგორც ჩანს, OPEC-ი ძველებურად მოქმედებს. ყველგან რეკორდული რაოდენობით ნავთობია, ზღვაში ნავთობით დატვირთული გემები დაცურავს. ნავთობის ფასი კი ხელოვნურად არის გაზრდილი. ამაში კარგი არაფერია. ეს მიუღებელია“, - წერს ტრამპი.
დღეს ნავთობის ფასმა 2014 წლის შემდეგ მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია. ბარელი ნავთობის ფასმა 74$-ს გადააჭარბა. როგორც Finanacial Times-ი წერს, ფასების მატება რუსეთისა და OPEC-ის ქვეყნების შეთანხმების შედეგია, რომლებიც წარმოების შემცირებაზე შეთანხმდნენ.
imedienws.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment