Tuesday, April 24, 2018

განათლების მინისტრის მოადგილე - მთავრობა მიზანსწრაფულად მუშაობს, რათა საჯარო სკოლებში უსაფრთხოების მაღალი ნორმები იყოს


საქართველოს მთავრობა, განათლების სამინისტრო მიზანსწრაფულად მუშაობს, რათა საჯარო სკოლებში იყოს უსაფრთხოების მაღალი ნორმები, - ამის შესახებ ჟუნალისტებს განათლების მინისტრის მოადგილემ თემურ მურღულიამ განუცხადა. 



https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

მურღულია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ დაგეგმილ ცვლილებებს წარუდგენს, რომლის მიზანს მანდატურის სამსახურის რეფორმირება წარმოადგენს. 

„კანონში დაგეგმილი ცვლილებები უზრუნველყოფს, როგორც ბავშვის უფლებების უკეთ დაცვას, ასევე კონტროლის გაუმჯობესებას. იზღუდება ჩხრეკის უფლება და მანდატურს მიეცემა ზედაპირული დათვალიერების უფლება. ამასთან, მოწესრიგდება თავად მანდატურების მუშაობა - ისინი სპეციალურ ტრენინგს გაივლიან და ექნებათ საშუალება უფრო სწორად და ადეკვატურად მოაგვარონ ბავშვის საჭიროებები. ასევე სკოლები აღიჭურვება ვიდეოგადაღების სისტემით, რომელზეც კონტროლი მანდატურებს ექნებათ. ეს შესაძლებობას მისცემს მათ სკოლაში მიმდინარე პროცესზე მიიღონ ინფორმაცია“, - განაცხადა პროექტზე საუბრისას თემურ მურღულიამ. 

https://www.facebook.com/%E1%83%99%E1%83%A1%E1%83%A3-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98-CIU-Multimedia-Centre-1567807070128596/

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შს სამინისტროსთან ერთად მოამზადა. 
ipn.ge

No comments:

Post a Comment