Thursday, April 19, 2018

ტრამპის გუნდმა სპეცპროკურორს 1,4 მილიონამდე დოკუმენტი გადასცა

აშშ-ის პრეზიდენტის გუნდმა სპეციალურ პროკურორ რობერტ მიულერს, რომელიც აშშ-ის არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის საქმეს იძიებს, საერთო ჯამში, 1,4-მილიონგვერდიანი დოკუმენტაცია გადასცა. ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იაპონიის პრემიერმინისტრ, სინძო აბესთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.
“რუსეთთან არავითარი შეთქმულება არ არის. ეს დემოკრატების მიერ შექმნილი სიცრუე იყო, რომლითაც სურდათ შეერბილებინათ წაგება”, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
18 მარტს ცნობილი გახდა, რომ FBI-ს დირექტორის ყოფილი მოადგილე არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე მასალების გამოქვეყნებას აპირებს.
15 მარტს აშშ-ის სპეცპროკურორმა Trump Organization-ს დოკუმენტების, მათ შორის რუსეთთან დაკავშირებული მასალების გადაცემა მოსთხოვა
2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. რის შემდეგაც, კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ს ყოფილმა დირექტორმა რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს.
გამოძიების ფარგლებში ამოწმებენ ინფორმაციას დონალდ ტრამპის და მისი გარემოცვის რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირებზე. ამ საქმის ფიგურანტები არიან ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი პოლ მანაფორტი და ტრამპის ყოფილი მრჩეველი მაიკლ ფლინი. პრეზიდენტის წინააღმდეგ მტკიცებულებების აღმოჩენის შემთხვევაში ეს შეიძლება მისი იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment