Sunday, April 22, 2018

ქართული კინოს ტრიუმფი პეკინის კინოფესტივალზე

 
ქართველი კინემატოგრაფისტების მონაწილეობა პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ტრადიციულად დიდი გამარჯვებით დასრულდა. დაჯილდოვების ცერემონიალს 250 მილიონი მაყურებელი ადევნებდა თვალს. შარშანდელის მსგავსად, წელსაც 10 ჯილდოდან ქართულ ფილმებს 4 მთავარი პრიზი გადაეცათ:

  • Tiantan Award საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის ანა ურუშაძემ მოიპოვა და მას ეს ჯილდო თავად კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტმა ვონგ კარ ვაიმ გადასცა;
  • Tiantan Award საუკეთესო რეჟისურისთვის მარიამ ხაჭვანს ერგო;
  • Tiantan Award საუკეთესო მსახიობი ქალისთვის ნატო მურვანიძეს მიანიჭეს ფილმისთვის "საშიში დედა". მსახიობი პეკინში არ იმყოფებოდა და მის მაგივრად ეს პრესტიჟული ჯილდო ცნობილმა მსახიობმა იზაბელ იუპერმა ფილმის რეჟისორს - ანა ურუშაძეს გადასცა;
  • Tiantan Award საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის მინდია ესაძემ მოიპოვა ფილმისთვის "დედე";
აღსანიშნავია, რომ კინოფესტივალის საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ:

  • ჟიურის პრეზიდენტი Wong Kar Wai - კანის კინოფესტივალის არაერთგზის პრიზიორი და პირველი აზიელი რეჟისორი, რომელიც ამავე ფესტივალის ჟიურის წევრი გახდა. აღსანიშნავია, რომ Wong Kar Wai ბერლინის 63-ე კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტიც იყო;
  • DUAN Yihong - პირველი ჩინელი მსახიობი, რომელმაც მსოფლიოს სხვადასხვა ა-კლასის კინოფესტივალზე საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდოს მოპოვება შეძლო;
  • Jan A.P. KACZMAREK - ოსკარის მფლობელი და ოქროს გლობუსის ნომინანტი კომპოზიტორი;
  • Jonathan MOSTOW - ცნობილი ამერიკელი რეჟისორი და პროდიუსერი, რომლის შემოქმედებაც ისეთ ფილმებს აერთიანებს, როგორებიცაა: Terminator 3: Rise of the Machines (2003), the WWII submarine thriller U-571 (2000), The Game (1997), Hancock (2008), Playing for Keeps (2012);
  • Călin Peter NETZER - რუმინელი რეჟისორი, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ოქროს (2013) და ვერცხლის (2017) დათვების მფლობელი;
  • Ruben ÖSTLUND - შვედი რეჟისორი, რომელმაც მსოფლიო აღიარება მისი ბოლო ნამუშევრით The Square (2017) მოიპოვა. ფილმის დისტრიბუცია 70 ქვეყანაში განხორციელდა, მოიპოვა "ოქროს პალმის რტო" კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე და ოსკარისა და ოქროს გლობუსის ნომინაციები;
  • SHU Qi - ცნობილი ჩინელი მსახიობი, "ოქროს დათვის" ნომინანტი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ბერლინისა და კანის კინოფესტივალების ჟიურის წევრი. მისი მონაწილეობით გამოსულმა ბოლო ფილმმა The Lost Legend გამოსვლიდან მეცხრე დღეს 1 ბილიონი იუანი (158,818,400 $) შემოსავალი მოიტანა;
ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად (ფესტივალი 2011 წელს დაარსდა) პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალი მნიშვნელოვანი კინოღონისძიებაა, რომელმაც უკვე შეძლო სახელის მოპოვება და ყოველწლიურად ჩინური კინოინდუსტრიის წარმომადგენლების გარდა მას ჰოლივუდის რეჟისორები, მსახიობები და პროდიუსერები ესწრებიან.
საქართველო პეკინის საერთაშორსო კინოფესტივალთან დაარსების დღიდან თანამშრომლობს და იგი ფესტივალზე -ყოველთვის ღირსეულად იყო წარმოდგენილი. შარშან კი ქართველმა კინემატოგრაფისტებმა, ისევე როგორც წელს, პეკინში 10 მთავარი ჯილდოდან 4 მოიპოვეს: კინოფესტივალის საუკეთესო მხატვრული ფილმი გიორგი ბარაბაძის "ლუკა" გახდა. ამავე ფილმში ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი ლია კაპანაძე დააჯილდოვეს.ფილმს "სხვისი სახლი" ასევე 2 პრიზი ხვდა წილად - საუკეთესო რეჟისურისთვის და საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის. რუსუდან გლურჯიძეს ჯილდო ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა ჟან რენომ გადასცა, რომელიც 2017 წელს პეკინის კინოფესტივალის საერთაშორისო ჟიურის წევრი იყო.
gnfc.ge

No comments:

Post a Comment