Friday, April 27, 2018

პუტინმა მსოფლიოს ახალი ატლასის შექმნა მოითხოვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მსოფლიო რუკებზე ობიექტების რუსულ სახელწოდებებს, უცხოური სახელები ავიწროებენ და გეოგრაფიის კავშირს (РГО) სხდომაზე „გეოგრაფიული ჭეშმარიტების“ დაცვისკენ მოუწოდა.
"დღეს ჩვენ გვხდება ისეთი სიტუაციები, სადაც რუსული სახელები, რომელიც ჯერ კიდევ გასულ საუკუნეებში რუსმა მოგზაურებმა და მკვლევარებმა დაარქვეს სხვადასხვა ობიექტებს, მსოფლიო რუკებიდან ქრება", - განაცხადა პუტინმა. 
კონკრეტულად რა სახელებზეა საუბარი, რუსეთის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია. მისი თქმით, რუსული სახელწოდებების "შევიწროება" გამოიწვია თანამედროვე რუკების უქონლობამ და "ღია სივრცეში, მხოლოდ უცხოური რუკების შეძენაა შესაძლებელი, სადაც ტოპონიმების სხვა სახელები ფიგურირებს", - ამბობს პუტინი. 
სხდომის დასასრულს, პუტინმა გეოგრაფიის კავშირს მსოფლიოს ახალი ატლასის შექმნა დაავალა და გარდა ამისა, უსაფრთხოების სამსახურს კარტოგრაფიულ არქივებზე გრიფის მოხსნა დაავალა, რათა გასაიდუმლებული ტოპოგრაფიული სახელები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment